დღით ადრე ბაზარზე პირველი ვაჭრობა შედგა.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის, ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის  მოცულობა 1022 მგვტ.სთ-ია, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე.

ამ დროისთვის ბირჟაზე 13 მონაწილეა რეგისტრირებული:

სს ენერგო-პრო ჯორჯია;

სს ეპ ჯორჯია გენერაცია;

შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია;

შპს სვანეთი ჰიდრო;

შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;

სს თელასი;

შპს ლილო-მოლი;

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;

შპს რიცეულაჰესი;

შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;

შპს ჰიდრო ჯორჯია;

შპს კასლეთი 2;

შპს გეოენერჯი.

შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს არასავალდებულო ვაჭრობის რეჟიმში გაიხსნა, თუმცა, ამ დრომდე ტრანზაქცია განხორციელებული არ იყო. 

bp.ge