ენერგეტიკული თანამეგობრობის 2024 წლის საზაფხულო სკოლამ განაცხადების მიღება დაიწყო. შესაძლებლობა განკუთვნილია მაგისტრანტებისა თუ დოქტორანტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ენერგეტიკული ტრანსფორმაცია და სურთ, წვლილი შეიტანონ ამ სექტორის განვითარებაში. 
 
საზაფხულო სკოლის პროგრამა ენერგეტიკასთან დაკავშირებული თემების ფართო სპექტრს მოიცავს. დეტალური ინფორმაცია მალე ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი.
 
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.
 
წლევანდელი საზაფხულო სკოლა 20-27 ივლისს კიშინიოვში მდებარე მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება.
 
ენერგეტიკული თანამეგობრობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • სტუდენტებს: მაგისტრანტებს ან დოქტორანტებს, რომელთაც ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის გაღრმავება სურთ.
  • მკვლევრებს: ენერგეტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს.
  • ახალგაზრდა პროფესიონალებს: ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებულ სამთავრობო დაწესებულებებში, კომპანიებში, ანალიტიკურ ცენტრებში თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.
 
ენერგეტიკული თანამეგობრობის 2024 წლის საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ვიშეგრადის ფონდი, ფრიდრიხ-ებერტის ფონდი - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი (FES SOE), ალბანეთის პოლისის უნივერსიტეტი და მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტი.