სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სატარიფო რეგულირების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის საფინანსო სექტორში არსებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.