ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევა წარმოადგინა. კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

გამოკითხულთა 64-%-ის აზრით, კომუნალური სერვისების კუთხით, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მთავარ გამოწვევას ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, ხოლო 24% აფიქსირებს თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას. რაც შეეხება უშუალოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, გამოკითხულთა გამოკითხულთა 42-%-ის აზრით, კომუნალური სერვისების კუთხით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მთავარ გამოწვევას ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, ხოლო 30% აფიქსირებს თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა - 35% - მიიჩნევს, რომ საჭიროა თვითმმართველობასა და კომუნალურ საწარმოებს შორის კოორდინაციის გაღრმავება. ასევე, მნიშვნელოვან ღონისძიებებად არის დასახელებული ამ მიმართულებით შესაბამისი კვლევის განხორციელება და ტრენინგ-პროგრამის შემუშავება (27% -27%). შესაბამისად შუალედური კვლევის ანგარიში გვიჩვენებს, რომ უკეთესი კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ტრენინგ-პროგრამების განხორციელება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საინფორმაციო ველის განვითარებასა და დახვეწას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მიგნებები უშუალოდ რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოვლინდა.

რაც შეეხება თვისობრივ კვლევას. შედეგებიდან მსგავსად რაოდენობრივი კვლევისა ჩანს, რომ გამოწვევების ძირითად წყაროს კოორდინაციის ნაკლებობა წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, სამეგრელო-ზემო სვანეთში რესპონდენტების (კომუნალური კომპანიები და თვითმმართველობა) გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა: მათ ხშირად მიმართავენ მოქალაქეები ისეთ კომუნალურ საკითხებზე, რომლებიც მათ კომპეტენციაში არ შედის, ასევე მოქალაქეები, განურჩევლად იმისა, არის თუ არა საკითხი თვითმმართველობის ან/და კომუნალური კომპანიის კომპეტენცია, მიმართავენ თვითმმართველობის ორგანოებს. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება, რათა მათ ზუსტად იცოდნენ კომუნალური პრობლემის არსებობის შემთხვევაში თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ.

შესაბამისად, თვითმმართველობასა და კომუნალურ კომპანიებს შორის, კომუნალური სერვისების მომსახურების გასაუმჯობესებლად გამოიკვეთა რეგულარული შეხვედრების გზით კოორდინაციის გაღრმავება. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კი დასახელდა ტრენინგ პროგრამის შემუშავების საჭიროება.