საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმამონაწილეობა მიიღო ქ. ბერლინში ენერგეტიკულიგაერთიანების სამდივნოს (EnCS) და ევროპისენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ორგანიზებით  გამართულ შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა სუფთა ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ განაწილების სისტემისოპერატორების ფუნქციებს.

გიორგი ფანგანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის მიმდინარეობა და სუფთა ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი.  

რეგიონული შეხვედრა გაიმართა EU4Energy-ისპროექტის - სუფთა ენერგიაზე ტრანზიციისხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის მარეგულირებელი კომისიებისა და სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები.  

გიორგი ფანგანთან ერთად სემეკიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე აფრიაშვილი და მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი.