ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევა წარმოადგინა. კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
დოკუმენტის მიხედვით, რესპონდენტთა დიდი ნაწილი, კერძოდ, 92%, კმაყოფილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი ნორმების ეფექტურობით, ხოლო ჯამში მათი 97% კმაყოფილების დონეს აძლევს მაღალ შეფასებას.
ამასთან, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა რესპონდენტთა 61%-ის მიერ (სამეგრელო-ზემო სვანეთი და თბილისი) მომხმარებელთა მომსახურების, მათ შორის, ონლაინ-პლატფორმებისა და დახმარების ცხელი ხაზების ხელმისაწვდომობა და დროული რეაგირება, ხოლო 60%-ის მიერ - მომხმარებელთა საჩივრებისა და მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და თბილისში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების რეგულირებულ სექტორებში ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და საჭიროებების დასადგენად განცალკევებულად გაანალიზდა შესაბამისი ჯგუფისაგან მიღებული პასუხები.
პირველი ჯგუფი - მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის
- ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის სექტორების
- რეგულირებული კომპანიებისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის
- თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მეორე ჯგუფი - ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, აკადემიური წრისა და მედიის წარმომადგენლები;