საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. 

კომისიამ განიხილა საკითხები „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ სემეკის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებები ეხება სს „თელასისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშებას.

კომისიამ განიხილა საკითხები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თბილისი ენერჯისა“ და შპს „თელავგაზის“ 2024-2028 წლების საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შესახებ“.

სხდომაზე იმსჯელეს ასევე, „სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“, „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „შპს „ენგურჰესის“ და „შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი 2023-2025 წლების საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შესახებ.

კომისიამ განიხილა საკითხები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებთან დაკავშირებით.