სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქსენაკისა და ქხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართასადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენგამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს პორტატული  და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიება ქსენაკშიტექნოპარკში გაიმართასადაც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამსამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ტყებუჩავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს

ღონისძიებაზესაჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლაგვილავამსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნუგზარ ბერიძემსენაკისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელმა პირებმა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი  -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მესამედ განხორციელდაპროექტის მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირებაგანახლებადი ენერგიებისსაქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლებაპროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგებიმოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა.