საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 621 972 ათასი ლარი ჩამოეწერათ. 

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მომართეთ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.