საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულკომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკისეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა.  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავითნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურისაღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობითმინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებშისტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, საქსტატიენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიასუზრუნველყოფს კომისიის ინტერესების სფეროშიშემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო კომისია საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციისფარგლებში არსებულ ინფორმაციას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისაღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძისგანცხადებით მემორანდუმის ფარგლებშიუზრუნველყოფილი იქნება მხარეებს შორის მჭიდროთანამშრომლობა:

დღეს გაფორმდა მემორანდუმი სტატისტიკისეროვნულ სამსახურსა და სემეკს შორის, რომლისმიზანიცაა, როგორც სემეკის მხრიდან ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების სექტორებში არსებულიმონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ასევესაქსტატის მიერ სემეკის უზრუნველყოფადამუშავებული, ახალი სტატისტიკური მონაცემებით“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავითნარმანიამ აღნიშნა, ენერგეტიკის სექტორში არსებულირეფორმების მიმდინარეობის ფონზე მნიშვნელოვანიაუწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება:

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებშიმიმდინარე პროექტების ეფექტიანიგანხორციელებისათვის, მემორანდუმის ფარგლებშითანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი, სანდოსტატისტიკური მონაცემების შემუშავებას. შეთანხმებისშესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისემეკს დაეხმარება ენერგეტიკული პორტალისშექმნაში, სადაც განთავსდება ენერგეტიკის სექტორისშესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია. გარდა ამისა, მხარეები შევთანხმდით, რომ  მემორანდუმისფარგლებში არაერთ სხვა საინტერესო პროექტსგანვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიერ ნაკისრივალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობისუზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შესაბამისადგათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფისშექმნა.