ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგები ჩატარდა. სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი ექსპერტმა ქართველ კოლეგებს გაუზიარა სლოვაკეთის გამოცდილება კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებზე. მათ შორის, საბოლოო მომხმარებლის ტარიფების განსაზღვრის,მარეგულირებელი ორგანოების როლისა დადანახარჯების ამსახველი ფასწარმოქმნის,  სლოვაკეთის ბუნებრივი გაზის ბაზრისლიბერალიზაციის, სახელმწიფოს საკუთრებაშიარსებული წყალმომარაგების კომპანიების სატარიფორეგულირების პოლიტიკის შესახებ.

მიმდინარე წლის თებერვლიდან, ვიშეგრადისსაერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციისკვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლისუნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი),ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C)(პოლონეთი). 

პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების  შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფაგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციებიორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.