საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიურ მომხმარებელსა და მის პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.  

ნუგზარ ბერიძის თქმით საქართველო, როგორცენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფო,აქვს ვალდებულება მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულპაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულკანონმდებლობაში. აღნიშნული საუკეთესოსაშუალებაა ნეტო-აღრიცხვისრეგულაციის  განსავითარებლად. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ნეტო აღრიცხვის ახალ პერსპექტივებზე.

განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი(პროსიუმერი - Produser+Consumer)  არის საბოლოომომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაშიარსებულ  შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებადელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის დარომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოსწარმოებული განახლებადი ელექტროენერგია, გარდაიმ შემთხვევებისა, როდესაც არასაყოფაცხოვრებოგანახლებადი ენერგიის თვითმომხმარებლისთვის ესსაქმიანობა წარმოადგენს ძირითად კომერციულ ანპროფესიულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში უმთავრესიამოცანაა საკუთარი მოხმარების მაქსიმალურიდაკმაყოფილება, ხოლო გამანაწილებელ ქსელშიგაცემული ენერგია, ყოველსაათური სიდიდით იყიდებაან/და გადაეცემა სხვა მომხმარებლებს. ქსელშიგაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვებადა გაქვითვა არ ხდება. თვითმომხმარებლისწარმოების საშუალების მიერ წარმოებულიელექტროენერგია სრულად უნდა იქნეს აღრიცხული, ადგილზე მოხმარებული ენერგიის ჩათვლით. ქსელშიგაცემული ელექტროენერგია შეიძლება სარგებლობდესმხარდაჭერის სქემებით ან გაიყიდოს  ბაზარზეშესაბამისი საბითუმო ფასით ინდივიდუალური პირისან აგრეგატორის მიერ ან გაზიარდეს გარკვეულიჯგუფის ფარგლებში,“ - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეთხოვა  ფერმერებისა და შინამეურნეთათვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე სასწავლო კურსების ორგანიზება