ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) გადაწყვეტილება - ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დადებითად შეაფასა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელებისტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რაც გულისხმობსსემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელიქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობისშეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაშიკომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. ნინო გულეიშვილის თქმით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მომხმარებელთა მომართვების საფუძველზეელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მოკვლევა ჩაატარა.
„ბოლო პერიოდში ენერგოომბუდსმენის სამსახურში მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მომართვიანობა გაიზარდა. კერძოდ, მოქალაქეები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოტანილ განცხადებებში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ელექტროენერგიის არაგეგმიური წყვეტები, ადგილი აქვს ელექტროენერგიის ძაბვის ცვალებადობას, ძაბვის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს და სხვა. საკითხის მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ქსელების გაუმართაობისა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის პრობლემა. სემეკის გადაწყვეტილება გამანაწილებელი ქსელების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებითდააჩქარებს არსებული პრობლემების მოგვარებას. გვაქვს მოლოდინი, რომ სემეკის ჩართულობით მოკლე დროში მოხდება მიწოდების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესება , - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიმართავს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მხრიდან მომსახურების კომერციული ხარისხის დარღვევის შემთხვევაში მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს თბილისში მისამართზე: ა. მიცკევიჩის ქ. 27ბ, ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: (032) 242 01 90.
ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ რეგიონებში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობებს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ვებ-გვერდზე: www.pdci.org