კომპანია "სოლარი" ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლებს მზის სადგურების პროექტირებას, მასალა მოწყობილობების მონტაჟს სთავაზობს. როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან კობახიძემ აღნიშნა, მზის ენერგიის მომხმარებლები ძირითადად კომერციული სეგმენტია.

ლევან კობახიძის ინფორმაციით, მზის ენერგიის მოხმარება, ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებითაც გაიზარდა.

"ამჟამად, ძირითადად აქცენტს პროექტების შესრულებაზე ვაკეთებთ. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლები შეგვიძლია, 2 ნაწილად გავყოთ: საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლები. შეიძლება ითქვას, რომ დამკვეთების ძირითადი ნაწილი კომერციული სეგმენტია, თუმცა საყოფაცხოვრებო სადგურების რაოდენობამაც იმატა.

სემეკის მიერ ახალი რეგულაციაა მიღებული - ნეტო აღრიცხვა ნეტო დარიცხვით ჩანაცვლდა, როგორც მოგეხსენებათ, ნეტო აღრიცხვამ სფეროს იმ დონემდე განვითარება მოიტანა, რომ როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებით მზის ენერგიის მოხმარება გაიზარდა - სემეკის მხრიდან ძალიან კარგი ინიციატივაა! 

კადრების მიმართულებას რაც შეეხება - ჩვენს კომპანიაში 10-მდე მუდმივი კადრია დასაქმებული. გადამზადებული კადრების საჭიროება ნამდვილადაა. ასევე ვისურვებდი, რომ გადამზადების ხარისხი უფრო მაღალი იყოს", - აღნიშნავს ლევან კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სოლარი" 2007 წელს დაფუძნდა. ამასთან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლებს მზის სადგურების პროექტირებას, მასალა მოწყობილობების მონტაჟს სთავაზობს. 

bp.ge