საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარეობს საკითხის შესწავლა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის -  შპს „ყამარი მ“-ს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის გათიშვის ფაქტთან დაკავშირებით, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა.

ამასთანავე, სემეკში ჩაინიშნა საჯარო სხდომა, სადაც განიხილება შპს “ყამარი მ“ -ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმებისა და აბონენტების  გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შპს „თბილისი ენერჯისათვის“ შესაბამისი მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების საკითხი.

შპს „ყამარი მ“-ს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის გათიშვის მიზეზს წარმოადგენს კომპანიის დავალიანება შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ.  შპს „ყამარი მ“-ს სალიცენზიო არეალში მომხარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანიასა და საბითუმო მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, შპს “ყამარი მ“-ს  შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ წინაშე წარმოექმნა მსხვილი დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გამო, შპს „ყამარი მ“-ს 2026 წლის 5 ოქტომბერს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება.

შპს „ყამარი მ“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას  თბილისში, ე.წ. მუხიანისაგარაკების ტერიტორიაზე.