საქართველოს რკინიგზამ SAP-თან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ SAP-თან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ და მსოფლიო ბაზრის საწარმო მართვის სისტემების ლიდერმა SAP-მა ფართომასშტაბიანი პროექტი გააფორმეს.

საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანია იქნება დსთ-ს და ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც განახორციელებს ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებით მუშაობას.

“საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოიყენოს SAP-ის მაღალსიჩქარიანი S/4HANA პლატფორმაზე მოქმედი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც საწარმოს ბიზნეს პროცესების რეალურ დროში გაკონტროლების საშუალებას იძლევა და რადიკალურად ამარტივებს ძირითადი ბიზნეს საკითხების მიღების პროცესს,” თქვა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

SAP-ის გადაწყვეტილებებით სარგებლობენ მსოფლიოს უმსხვილესი სარკინიგზო კომპანიები. მაგალითად, ინდოეთის რკინიგზები, რომელსაც დღეში 20 მილიონი მგზავრი გადაყავს და დღიური შემოსავალი SAP-ის საბილეთო სისტემის წყალობით 5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

“SAP-ის მეორე მომხმარებელი გახლავთ ბელგიის რკინიგზების ნაციონალური საზოგადოება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულ სარკინიგზო ქსელს წარმოადგენს. ხოლო ბიუჯეტის შედგენის ავტომატიზირებული პროცესების წყალობით, ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს ზოგავს,” დაამატა მაქსიმ მეტიაშმა, SAP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დსთ-ს რეგიონში.

SAP ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს რკინიგზას გაზარდოს საოპერაციო შემოსავლები, შეამციროს სათადარიგო ინვენტარი, ფინანსური და სარემონტო ხარჯები და დებიტორული დავალიანება.

“საქართველოს რკინიგზასთან” თანამშრომლობა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს SAP-ის ბიზნეს განვითარებაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ დსთ-ს და ამიერკავკასიის რეგიონში. სატრანსპორტო მრეწველობა, განსაკუთრებით კი სარკინიგზო გადაზიდვები უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის შიდა ბაზრის განვითარებაში და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. SAP Business Suite-ის დანერგვა, დაეხმარება საქართველოს რკინიგზას მიაღწიოს ახალ წარმატებებს მისი განვითარების სტრატეგიის რეალიზაციაში” — განაცხადა ალექსანდრე არნოლდმა, ცენტრალური და აღმოსავლური ევროპის სტრატეგიული სამრეწველო დეპარტამენტის უფროსი.

Leave a Reply

Menu Title