საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ახალ სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა. სასწავლო კურსის ავტორები  არიან  რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის  მქონე პროფესიონალები.

სასწავლო კურსი განკუთვნილია:

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში;

ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის,  რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი  აუდიტის მექანიზმებით;

იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები;

ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტის, სატარიფო რეგულირების მექანიზმებისა  და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3SzRjgx