საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, მიუხედავად იმისა თუვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელმომხმარებლად რეგისტრირებული - ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, საყოფაცხოვრებოტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმოდენობას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, ცენტრალური გათბობისმფლობელ მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივიგაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო დაარასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილისშესაბამისად

მაგალითად, თუ საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო ცენტრალური გათბობის სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხდა, ლიცენზიატიკომპანია ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ წილს გამოითვლის და აღრიცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 კუბ.მ-ზე - არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  

საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულიბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთათბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანიმრიცხველების საშუალებით. 

ასევე, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობისსისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/დაალტერნატიული წყაროთი გაზზე დამოკიდებულებისშემცირების მიზნით. საგულისხმოა, აღნიშნულიმოთხოვნა არ ვრცელდება 2025 წლამდეექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე და იმშენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი  კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდება 2025 წლამდე. 

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების მიზნით სემეკის ახალი რეგულაცია ხელს უწყობს:

- გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირებას;- ბინაში ინდივიდუალური ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების არიდებასა და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას; - ცენტრალური გათბობის სისტემის მაღალ ენერგოეფექტურობას;- განახლებადი ენერგიის (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა წყაროების) ათვისებას;- ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირებასა და კონტროლს.

ცენტრალური გათბობის სისტემით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-gatbobis-sistema