ალპებში მდებარე გიგანტური სატელიტური ანტენის შიდა ნაწილში ათობით მზის პანელი დამონტაჟდა.
მსგავსი ტიპის ინსტალაცია ვალეს კანტონში, ქალაქ ლეუკში მეორეა - როდესაც მოძველებული სატელიტური ანტენა მწვანე ენერგიის ელექტროსადგურად გარდაიქმნა.
32 მეტრის სიგანის ანტენები სატელეკომუნიკაციო კომპანიების - Leuk Teleport-ისა და Data Center AG-ის ობიექტებს შორის, ზღვის დონიდან დაახლოებით, 1000 მეტრზე მდებარეობს.
ეს სიმაღლე მათ საშუალებას აძლევს ზამთარშიც კი მზის სინათლის ოპტიმალური დონე მიიღონ. ენერგეტიკული სერვისების კომპანია CKW Group-ის თანახმად, ასეთი ტიპის ერთ ანტენას შეუძლია 25 სახლის ენერგეტიკული საჭიროების დაკმაყოფილება.
შვეიცარიის მთავრობამ გასული წლის აგვისტოში კამპანია წამოიწყო, რომლითაც მომხმარებლებს და ბიზნესს მოუწოდა, დაზოგონ ენერგია, რათა თავიდან აიცილონ გაზისა და ელექტროენერგიის დეფიციტი.
ქვეყნისთვის დეფიციტის შევსების ერთ-ერთი წყარო შესაძლოა, სწორედ მზის ენერგია შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან მისი წილი შვეიცარიის ენერგეტიკულ ბალანსში იზრდება.