ამერიკულმა ნავთობკომპანია Chevron Corp-მა კონკურენტ Hess Corp-ს შეძენის შესახებ განაცხადა. კორპორაცია Hess Corp-ის მთლიან აქციებს 53 მილიარდ დოლარად შეიძენს, რაც მის კონკურენციას Exxon Mobil-თან ახალ დონეზე აიყვანს.
შეთანხმება აშშ-ს ენერგეტიკული სექტორის კონსოლიდაციაში მორიგი ნაბიჯი და Chevron-ს Exxon Mobil-თან ათანაბრებს - სულ ცოტა ხნის წინ Exxon დათანხმდა 60 მილიარდ დოლარად ეყიდა Pioneer Natural Resources, რაც მას დომინანტად აქცევს აშშ-ს შელფური ნავთობის ინდუსტრიაში. კორპორაციები ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან მსოფლიოს ორ ყველაზე სწრაფად მზარდ ნავთობის აუზში - შელფურ ნაწილში და გაიანაში.
Exxon Mobil-ის, Hess-ისა და ჩინური CNOO-ს უზარმაზარი აღმოჩენების შემდეგ, ბოლო წლებში გაიანა ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი გახდა.
ჯამურად, კომპანიები ორი ოფშორული გემიდან, 8 სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დღეში 400 000 ბარელს აწარმოებენ.
Hess Corp-ის ხელმძღვანელი ჯონ ჰესი, სავარაუდოდ, Chevron-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდება მას შემდეგ, რაც გარიგება დაიხურება. გარიგების დახურვა 2024 წლის პირველ ნახევარშია ნავარაუდები.