2024 წლის 9 თვეში ექსპორტის მოცულობა წლიურად 28.8%-ით შემცირდა 1.0 ტვტ.სთ-მდე, ხოლო ღირებულებაში 49.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9 თვეში 48.8%-ით შემცირებაა. მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ თურქეთი დარჩა, ექსპორტის 82.8%-იანი წილით. ცნობისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტმა 95.7 მლნ აშშ დოლარის 1.46 მილიარდი კვტ/საათი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტის საშუალო ფასს, წელს იგი 28.1%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა.

არსებული პრაქტიკით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აქვეყნებს გაყიდული კილოვატ საათების მოცულობას ქვეყნების მიხედვით, ხოლო სემეკი და "საქართველოს ელექტროსისტემა", მხოლოდ კილოვატ საათებს აქვეყნებენ და არა ფასს.

 ენერგეტიკის მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული მოცულობის მიხედვით საქართველომ ელექტროენერგია შემდეგ ქვეყნებში გაყიდა:

  • თურქეთი - $40.1 მლნ 864.9 მილიარდი კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგია;
  • სომხეთი - $6 მლნ 137.4 მილიარდი კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგია;
  • აზერბაიჯანი - $2.7 მლნ 41.6 მილიარდი კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგია;
  • რუსეთი - $146.4 ათასი 1.2მილიარდი კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგია.

Galt and Taggart მონაცემებით, TOP-3 ექსპორტიორი იყო: ბუქაფ სოლუშენზ, ქროს ბორდერ ტრეიდინგი და თბილისის საინვესტიციო ჯგუფი.