სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი არის შედეგად მიყენებული ინციდენტები მნიშვნელოვნად შემცირდა. მისივე თქმით, ამის მიზეზი როგორც რეგულაციების სწორი ცვლილება, ისე გაზის კომპანიების მხრიდან მასიური შემოწმებები გახდა. დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე კიდევ ერთ გამოწვევას თავად მომხმარებლის მხრიდან გაზის ქსელის თვითნებურად დაერთება წარმოადგენს, რომელიც საფრთხის შემცველი, პირველ რიგში, თავად მომხმარებლისთვისაა.

„ბუნებრივი აირის სექტორში ადრე საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობდა, მათ შორის, მოუწესრიგებელი გათბობის სისტემები, რომლებიც საცხოვრებელ ფართშივე უშვებდნენ ნახშირორჟანგს. ასეთი შემთხვევები წლების წინ არსებობდა, თუმცა რეგულაციების შეცვლამ და მასიურმა შემოწმებებმა თავისი შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვნად შემცირდა ინციდენტების რიცხვი, თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გაზის კომპანიები ახორციელებენ შემოწმებებს, ჩაუჭრიან მომხმარებელს არაუსაფრთხო დაერთების ქსელს და მომხმარებელი თვითნებურად მაინც რთავს ხოლმე. ბუნებრივია ასეთ დროს მომხმარებელი პირველ რიგში თავის თავს ვნებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა ჩვენ თვითონ დავიცვათ ეს წესები, რომლებსაც თავად გაზის კომპანია მიგვითითებს.  ჩვენ ჩვენივე ხელით არ უნდა დავაერთოთ ქსელს, უნდა გამოვიძახოთ კვალიფიციური ხელოსანი, რომელიც შეაკეთებს. თუ თვითონ დანადგარშია პრობლემა, მაშინ ეს დანადგარი მთლიანად უნდა შეიცვალოს“. - აცხადებს დავით ნარმანია.