საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაციასასწავლო კურსზე  „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.ურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ წყალმომარაგების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები.

კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე არსებული მაგალითების ანალიზი. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დასრულება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/20241011110810-newregistrationwater.