სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მიიღო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე ჰიდროელექტროსადგური „ხობი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო წლიური საპროგნოზო გამომუშავება 194 მლნ კვტ/სთ-ს.
ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა
მთავარი სიახლეები
ბაქოში მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმების ფარგლებში მე-9 მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტერიალის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, რუმინეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები, უნგრეთის სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი პირები.ლევან დავითაშვილთან ერთად ბაქოში ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ.მინისტერიალის მონაწილეებმა განიხილეს კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ნაკადს ევროპაში.„პროცესისთვის განსაკუთრებით წამახალისებელია მწვანე ელექტროენერგიის და წყალბადის ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ადრეული შედეგები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს საზღვრებში სუფთა ენერგიის გადაცემის გაფართოების შემდგომ ნაბიჯებს. ამ ძალისხმევის საკვანძო ეტაპია ახალი ერთობლივი საწარმო, რომელიც ემსახურება განახლებადი ენერგიის პროექტების წინსვლას მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში. ეს პარტნიორობა წაახალისებს ინოვაციებს და დააჩქარებს სუფთა ენერგიის გადაწყვეტილებების მიწოდებას რეგიონში“ - აღნიშნა მინისტერიალის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.მისი შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.„ამ ინფრასტრუქტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა და მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. ეს პროექტი ცენტრალურ როლს შეასრულებს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციასა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაში“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მონაწილეობას, ხაზი გაუსვეს მათ ინტერესს პროექტის მიმართ და ჩართულობის პოტენციალს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდგომ პერიოდში. მინისტერიალის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ აუცილებელი პროცედურები შეთანხმებაში ბულგარეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბულგარული მხარის ინტერესისა და წინა მინისტერიალების გადაწყვეტილებების საფუძველზე.მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყო პროგნოზები, წარმოების პოტენციალის ანგარიში, ტექნოლოგიის მიმოხილვა და ინტერკონექტორების ტექნიკურ-ეკონომიკური პოტენციალი.
2024 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 1.5%-ით გაიზარდა და 11.4 ტვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის გენერაციაში უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა და საანგარიშო პერიოდში 83.5% შეადგინა.„ჰიდრო გენერაცია წლიურად 7.2%-ით გაიზარდა 9.5 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გენერაციის 83.5% შეადგინა. ზრდა გამოწვეული იყო ამ წლის სახარბიელო ჰიდროლოგიით და მარეგულირებელი სადგურების ოპტიმალური მუშაობით“, - აღნიშნულია კვლევაში.გენერაციაში 16% თბოელექტროსადგურებს ეკავა. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის სადგურების გამომუშავება წლიურად 20.3%-ით არის შემცირებული. კვლევის მიხედვით, კლება ჰიდრო გენერაციის ზრდითა და ექსპორტის შემცირებით იყო გამოწვეული.ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია წელს 9 თვეში მხოლოდ 1%-მდე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 9.2%-იან კლებას აჩვენებს.შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქარის, მზის და 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდრო ელექტროსადგურები შესაძლოა, გათავისუფლდნენ წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ახალი განახლებადი წყაროების აღმოჩენას და განვითარებას.
2024 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედმა ენერგეტიკულმა ობიექტებმა სულ 11.35 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით მეტია.ელექტროენერგიის გამომუშავების სტატისტიკის თანახმად, წელს საქართველომ უფრო მეტი განახლებადი ენერგია მოიხმარა, ვიდრე 2023 წელს. სტატისტიკის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება წელს 7%-ით, ანუ 634 მილიონი კილოვატ საათით, 9.5 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 460 მილიონ კილოვატზე მეტად, ანუ 20%-ით იკლო თბოელექტროსადგურების გენერაციამ, რადგანაც გაზრდილი ჰიდრო გამომუშავების ფონზე იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების სრული დატვირთვით ამუშავება საჭიროებას არ წარმოადგენდა.სემეკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია "ენგურჰესმა" გამოიმუშავა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 1,300 მეგავატს შეადგენს. ამასთანავე, ენგურის სისტემის ნაწილია “ვარდნილჰესების კასკადიც”, რომლის დადგმული სიმძლავრეც 340 მეგავატს შეადგენს. 2024 წლის 9 თვეში ენგურჰესმა 3.07 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლიურად 0.6%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციაზეა ვარციხეჰესი 724 მილიონი კილოვატ საათის გამომუშავებით, მესამე პოზიციაზე კი ვარდნილჰესების კასკადი 626 მილიონი კილოვატ საათის გამომუშავებით
საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ წარმოებული ელექტროენერგია სრულად დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას, ხოლო დარჩენილი ნამატი ექსპორტზე გავა, რაც საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. მთავრობის აღნიშნულ გეგმას აფასებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.„სავსებით შესაძლებელია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გახდეს. პირველ რიგში, ქვეყანამ შეცვალა დამოკიდებულება ენერგიის შიდა წარმოების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დაახლოებით 2 წლის წინ დამტკიცდა ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მხარს უჭერს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებას. მათ შორის, საუბარია, ჰიდროენერგიაზე, ასევე ქარისა და მზის ენერგიაზე. აქედან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი აუქციონი, სადაც 1 000 მეგავატზე მეტი ახალი სიმძლავრე უკვე დაკონტრაქტებულია მთავრობის მიერ ხელშეწყობის მექანიზმებით, ან მიმდინარეობს უშუალოდ პროცესი ფასთან შორის სხვაობის კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დაბალი გადასახადები, თავისუფალი ბიზნესს გარემო და მარტივი ადმინისტრაციული პროცესები. შესაბამისად, ინვესტორების ურთიერთობა მთავრობასთან არის ძალიან მარტივი. ისინი ინტერესდებიან ენერგეტიკის სექტორით, ვინაიდან მოთხოვნა ენერგიაზე არსებობს, არსებობს მთავრობის ხელშეწყობა და ასევე გვაქვს თავისუფალი ბიზნეს გარემო. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2030 წლისთვის იქნეს სრულად დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოთხოვნა და ქვეყანა გახდეს ნეტო ექსპორტიორი. ამასთან, ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დასრულდეს შავი ზღვისქვეშა კაბელის მშენებლობა, რითაც დამატებით ჩნდება საკმაოდ დიდი ბაზარი ევროპის სახით“. - აცხადებს დავით ნარმანია.
„სემეკი აქტიურად მუშაობს როგორც მომხმარებლებისთვის სერვისების გამარტივების, ისე მათი უფლებების დაცვის კუთხით“ - გიორგი დიდებაშვილი
სემეკის წარმომადგენლები მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას
„ჩვენი რეკომენდაციების 80%-ს კომპანიები აკმაყოფილებენ“ - როგორც იცავს მომხმარებლის უფლებებს ენერგოომბუდსმენი
„2 000 აბონენტზე მეტს ბუნებრივი გაზის დანადგარი ჩაუხსნეს“ - რა გამოწვევებია ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხოების ნაწილში
"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უდიდეს როლს შეასრულებს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციაში"