23 ოქტომბერი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღეა.
1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას. განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები.
კომისია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს რეგულირებად საქმიანობას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში სამართლიანობის, კონკურენტული გარემოსა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.
კომისია უზრუნველყოფს სექტორებში მოქმედი საწარმოების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას, სამართლიანი სატარიფო გარემოს ფუნქციონირებას, ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას, ინოვაციური პროექტების დანერგვას, ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოქნილი, გამარტივებული მომსახურებების შეთავაზებას.