ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევა წარმოადგინა. კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, კერძოდ, 97% სემეკის მარეგულირებელი ნორმების ეფექტურობასა და კმაყოფილების დონეს მაღალ შეფასებას აძლევს. აღნიშნული კი მიუთითებს კომისიის ეფექტიან მუშაობაზე. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა შეფასება, რომ მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩო დადებით გავლენას ახდენს როგორც მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, ასევე - კომუნალურ სექტორში მოქმედი კომპანიების საქმიანობაზე, წარმოაჩენს კომისიას, როგორც სამართლიანი და დამაბალანსებელი პოლიტიკის გამტარებელ, ეფექტურ უწყებად.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კვლევა. რაოდენობრივი გამოკითხვის ფარგლებში ჯამში 217 -მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და თბილისში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების რეგულირებულ სექტორებში ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და საჭიროებების დასადგენად განცალკევებულად გაანალიზდა შესაბამისი ჯგუფისგან მიღებული პასუხები.

პირველი ჯგუფი - მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის სექტორების რეგულირებული კომპანიებისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მეორე ჯგუფი - ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, აკადემიური წრისა და მედიის წარმომადგენლები;