სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესი შეიმუშავა, რომლის  თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს საირიგაციო წყალი მოიხმაროს:
• შეთანხმებულ პერიოდში;
• შეთანხმებული მოცულობით.
უნდა აღინიშნოს, რომ წყლის საირიგაციო მოხმარების წესები უზრუნველყოფს განრიგით წყლის გარანტირებულ მიწოდებასა და წყლის რესურსების სამართლიან და გამჭვირვალე განაწილების პირობებს.

წესების დარღვევის შემთხვევაში, ფერმერებს დაერიცხებათ უკანონო მოხმარებულ მოცულობაზე და დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

 საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bit.ly/3UqjsXN