საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლისდაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოსენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელეროვნულ კომისიას (სემეკ) შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისმიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორშიკონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისადა ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკისეფექტიანად წარმართვა, კონკურენციისა დამომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზესაზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ენერგეტიკისსფეროში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა დამომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით ჩაატარონერთობლივი ღონისძიებები, კანონმდებლობისცალკეული დებულებების დახვეწისათვის მოამზადონწინადადებები. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენახალი მიდგომების შემუშავებაზე, პრეცედენტულიგადაწყვეტილებების გაზიარებასა და ერთგვაროვანიპრაქტიკის დამკვიდრებაზე.