საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, (სემეკ) USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ქალი სტაჟიორების 6 თვიანი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ელეონორა ლაგვილავა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სტაჟირების პროგრამის შედეგები, ქალი სტაჟიორების შეფასებებიპროგრამასთან დაკავშრებით. სტაჟიორების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრამის მნიშვნელობასა დაეფექტიანობას ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერების კუთხით. პროგრამის მონაწილეებს  გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ენერგეტიკის სექტორში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, სემეკის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში,  USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე NARUC-ის გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებშიანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2-ჯერ განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში სტაჟირება გაიარეს კონკურსის წესით შერჩეულმა ინჟინერის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალმა სტუდენტებმა და ახალმა კურსდამთავრებულებმა.