ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევა წარმოადგინა. კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

აღნიშნულმა შუალედურმა კვლევა აჩვენა, რომ ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, როგორებიცაა, ნაკლები ინფორმირებულობა და ცოდნა, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საჭიროა, შესაბამისი ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიების განხორციელება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის განცხადებით, „გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით აქტივობების განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების გაზრდა“.

გარდა ამისა, თვითმმართველობასა და კომუნალურ კომპანიებს შორის, კომუნალური სერვისების მომსახურების გასაუმჯობესებლად გამოიკვეთა რეგულარული შეხვედრების გზით კოორდინაციის გაღრმავება. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კი დასახელდა ტრენინგ პროგრამის შემუშავების საჭიროება.

მოცემულ კვლევაში ასევე გამოიკვეთა მომხმარებლებისთვის გარკვეული საკითხების (მაგ.: რეგულირებადი კომპანიების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ვადები, რეგულირებადი კომპანიების, თვითმმართველობებისა და კომისიის ფუნქცია-მოვალეობების და სხვა) შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საჭიროება.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ენერგეტიკის სექტორში მომუშავე ექსპერტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები, რომელთა მხრიდანაც გამოიკვეთა მეტი ინფორმირების სურვილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით.