განახლებად ენერგიაზე გადასვლა აუცილებელიამდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებიდან ერთ-ერთი, ენერგეტიკული გაერთიანებების ფორმირება,გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ამგვარი ტიპის მოქალაქეთა გაერთიანებაზე დაფუძნებულიორგანიზაციები ხელს უწყობენ ადგილობრივიენერგიის წარმოებას, აუმჯობესებენ ენერგეტიკულუსაფრთხოებას და ხელს უწყობენ გარემოსმდგრადობას და კლიმატის ცვლილების შერბილებას. თუმცა, ენერგეტიკული გაერთიანებების ფართოდ გავრცელებისთვის საჭიროა არაერთი ბარიერისა თუ გამოწვევის დაძლევა. მაგალითისთვის,  ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელი, რომშეამციროს ემისიების დონე 2030 წელს 50%-მდე და 2050 წლისათვის 100%-მდე 1990 წლის ემისიების დონესთან შედარებით, ძირითადად მიიღწევა მოქალაქეთა გაერთიანებაზე დაფუძნებული ორგანიზაციების - ენერგეტიკული გაერთიანებების გაძლიერებით და ხელშეწყობით და შესაბამისი საბაზრო მექანიზმების ჩამოყალიბებით.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ამგვარი ბარიერები და წარმოადგენილია საკვანძო ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების წარმატებით განხორციელებისთვის:

 

ბარიერები:

ფინანსებზე წვდომა: ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზემნიშვნელოვანი ბარიერისაწყისი კაპიტალისმაღალი ღირებულება. განახლებადი ენერგიისინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა მზისპანელები, ქარის ტურბინები, ჰიდროენერგიაზე ან ბიომასაზე მომუშავე სადგურები, საჭიროებს მნიშვნელოვან საწყისს კაპიტალს.  ტრადიციულიფინანსური ინსტიტუტები ხშირად განიხილავენენერგეტიკული გაერთიანებების პროექტებს, როგორცმაღალი რისკის შემცველ ბიზნესს, რაც ართულებსამგვარი პროექტების სესხით უზრუნველყოფას ანინვესტორების მოზიდვას.

ღნიშნული ბარიერის შესამცირებლად სხვა ღონისძიებებთან ერთად შეიძლება განიხილებოდესროგორც ფინანსური ინსტიტუტების ცნობიერების ამაღლება, ისე ენერგეტიკული გაერთიანებებისდაფინანსების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა განვითარება.

მარეგულირებელი ჩარჩო: მარეგულირებელგარემოს შეუძლია მნიშვნელოვანი გამოწვევებიშეუქმნას ენერგეტიკულ გაერთიანებებს. ბევრქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოლიტიკაგანკუთვნილია დიდი, ცენტრალიზებულიკომუნალური კომპანიებისთვის, რაც ქმნისდაბრკოლებებს პატარა, დეცენტრალიზებულიენერგეტიკული გაერთიანებებისთვის. მხარდამჭერიკანონმდებლობის ნაკლებობამ, როგორიცაახელსაყრელი ტარიფები, ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკაან გამარტივებული ნებართვების გაცემის პროცესები, შეიძლება ხელი შეუშალოს ენერგეტიკულ გაერთიანებებს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში.

 

საქართველოში ამ ეტაპზე მოქმედებს ნეტო აღრიცხვის პროგრამ, თუმცა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ენერგეტიკულ გაერთიანებებს ცნებას და შესაბამისად ენერგეტიკული გაერთიანებების ენერგეტიკულ ბაზარზე ფუნქიონირებისათვის საჭირო პროცედურებს.ამასთან მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია ენერგეტიკული გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას ეფექტურად განახორციელოს ერთობრლივი ქმედებები ენერგეტიკის სექტორში.

აღნიშნული ბარიერის შესამცირებლადმნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მე-4 ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისი დირექტივების გადმოტანა ქარულ კანონმდებლობაში.

 

ტექნიკური ბარიერები.  განახლებადი ენერგიისსისტემების და ინფრასტრუქტურის შექმნა, შენარჩუნება და მისი ეფექტიანი მართვა მოითხოვსტექნიკურ ცოდნას და სპეციალიზირებულ გამოციდლებას. ენერგეტიკულ გაერთიანებებსშეიძლება შეექმნათ გამოწვევები, რომლებიცდაკავშირებულია განახლებადი რესურსების ათვისების სწორი ტექნიკურ გადაწყვეტასთან, ქსელში ინტეგრაციასთან, ენერგიის შენახვასთან და შემნილი ინფრასტრუქტურის საიმედო მართვასთან. ბევრ ენერგეტიკულ გაერთიანებას არ გააჩნიატექნიკური ცოდნა განახლებადი ენერგიისსისტემების დიზაინის, დამონტაჟების დაოპერირირების საკითხებში, რაც მოითხოვს გარეექსპერტების ან ორგანიზაციების დაქირავებას.შესაბამისად, მნიშვნელოვანი ტექნიკური ცოდნის გასაღრმავებლად შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვა როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სოციალური ბარიერები. სხვადასხვა თემების სოციალურმა თავისებურებებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნაზე. კონსენსუსის მიღწევა დასაზოგადოების წევრებს შორის აქტიურიჩართულობის უზრუნველყოფა არაერთ რეგიონში წარმოადგენს გამოწვევას. სხვადასხვა ინტერესებმა, პრიორიტეტებმა და ვალდებულების გადანაწილებისდონემ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და შესაბამისად პროექტის განხორციელებისშეფერხება. ცნობიერების დონის ამაღლება დასაზოგადოების განათლება ენერგეტიკული გაერთიანებების უპირატესობებსა დაფუნქციონირების თავისებურებებზე გადამწყვეტიაწარმატებისთის. სოციალური ბარიერების გადალახვამოითხოვს ეფექტურ კომუნიკაციას, საზოგადოებისჩართულობას და ლიდერობას.

 

ხელშემწყობი ფაქტორები

ფინანსური მხარდაჭერა და წახალისება: მთავრობებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს დაკერძო ინვესტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანიროლი შეასრულონ გრანტების, სუბსიდიების, დაბალპროცენტიანი სესხების და საგადასახადოშეღავათების გაცემით საზოგენერგეტიკული გაერთიანებების პროექტებისთვის. დაფინანსებისინოვაციური მოდელები (მაგ. Crowdfunding) ასევე შეიძლება დაეხმაროს ადგილობრივი ინვესტიციებისმობილიზებას. ფინანსური მექანიზმებისჩამოყალიბება საქართველოში, რომლებიცაღიარებენ ენერგეტიკული გაერთიანებებისგრძელვადიან ეკონომიკურ, სოციალურ დაგარემოსდაცვით სარგებელს, აუცილებელიადაფინანსების მოზიდვისა და ფინანსური რისკებისშესამცირებლად.

 

მხარდამჭერი პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო: დამხმარე პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა საკვანძოა ენერგეტიკული გაერთიანებების განვითარებისთვის. სახელმწიფოსშეუძლია ხელი შეუწყოს ენერგეტიკული გაერთიანებების ფართოდ გავრცელებას შესაბმისიკანონმდებლობის მიღებით, როგორიცაა გამარტივებული ნებართვების პროცესები, ქსელზე მიერთების პროცედურები და ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკა. მკაფიო და თანმიმდევრული რეგულაციების დაწესება, რომელიც პასუხობს ენერგეტიკული გაერთიანებების უნიკალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს, შეუძლიაუზრუნველყოს სამართლებრივი დარწმუნება და წაახალისოს ინვესტიციები. პოლიტიკის განმახორციელებელს, მარეგულირებელ ორგანოსა და ენერგეტიკულ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია ეფექტური და ინკლუზიური ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებისთვის.

 

ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების გაზრდა: ტექნიკური დახმარების გაწევა და შესაძლებლობების გაძლიერება გადამწყვეტია ენერგეტიკული გაერთიანებებისთის ტექნიკური ბარიერების მოსაგვარებლად. აკადემიურ დაწესებულებებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შესთავაზონ სასწავლო პროგრამები, ტექნიკური მხარდაჭერა და რესურსები, რათა დაეხმარონ ენერგეტიკულ გაერთიანებებსსაჭირო უნარებისა და ცოდნის გამომუშავებაში. ენერგეტიკულ გაერთიანებებს და ტექნიკურ ექსპერტებს შორის, როგორიცაა ინჟინრები, მშენებლები, და განახლებადი ენერგიის კომპანიების პარტნიორობის ხელშეწყობა, შეუძლია გააძლიეროს ენერგეტიკული გაერთიანებების პროექტების ტექნიკური შესაძლებლობები. მოწინავე ენერგეტიკული ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებას, როგორიცაა ჭკვიანი ქსელები და ენერგიის შენახვა, ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის სისტემების ინტეგრაციას და ოპტიმიზაციას.

საზოგადოების ჩართულობა და განათლება: საზოგადოების ძლიერი ჩართულობისა და განათლების ინიციატივების ჩამოყალიბება აუცილებელია სოციალური ბარიერების დასაძლევად. ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები, მონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესები და გამჭვირვალე მმართველობის სტრუქტურები ხელი შეუწყოგაერთიანების წევრებს შორის ნდობას, თანამშრომლობას და აქტიურ მონაწილეობას. საგანმანათლებლო კამპანიებსა და საინფორმაციო პროგრამებს შეუძლიათ აამაღლონ ცნობიერებენერგეტიკული გაერთიანებების უპირატესობების შესახებ, ხელი შეუწყონ ენერგეტიკული წიგნიერების განვითარებას. წარმატებებული მაგალითების (ქეისების) განხილვამდა არსებული ენერგეტიკული გაერთიანებების ისტორიების გაზიარებამ შეიძლება დაეხმაროს და მოტივაცია გაუჩინოს სხვა პირებს დააფუძნონ ენერგეტიკული გაერთიენებები.

დასკვნა

ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნა გვთავაზობს პერსპექტიულ გზას მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები, მათი გადალახვა ფინანსური მხარდაჭერის, დამხმარე პოლიტიკის, ტექნიკური დახმარებისა და საზოგადოების ჩართულობის გზით ხელს შეუწყობს ენერგეტიკული გაერთიაენებების ჩამოყალიბებასა და წარმატებულფუნქციონირება. ამ გამოწვევების გადაჭრითა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოყენებით, ენერგეტიკულ გაერთიაენებებეს შეუძლიათ გამოიყენონ განახლებადი ენერგიის პოტენციალიუფრო სუფთა, მწვანე და სამართლიანი ენერგოსისტემის შესაქმნელად.

 

წინამდებარე სტატია მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SHAREs პროექტის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ, საინფორმაციო პორტალსსაქართველოში ენერგეტიკულიგაერთიანებების შესახებ - www.energy4all.ge.