„ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტების რაოდენობამ 1 000 ერთეულს მიაღწია“ - დავით ნარმანია

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით კომუნალური მომსახურების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს

ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობა მაღალია, რასაც ხელი სწორმა პოლიტიკამ შეუწყო - დავით ნარმანია

სემეკსა და GCCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ინსპექტირებას კახეთში ახორციელებს

ელექტროენერგია
სასწავლო კურსზე - “ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპები” რეგისტრაცია 20 სექტემბერს დასრულდება

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - “ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპები”.კურსის მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და არსებულ სიახლეებს, გაეცნობიან ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრებს, ტიპოლოგიასა და სუბიექტებს, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საქმიანობის ავტორიზაციას, ელექტროენერგეტიკის ბაზრებსა და სატარიფო რეგულირების პრინციპებს. ასევე, გაეცნობიან რა არის ენერგეტიკული ბიზნესი.კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები.შეგახსენებთ, რომ კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 2024 წლის 20 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/zyKqr

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.მთავრობის მეთაურმა ყურადღება ბოლო წლების განმავლობაში სფეროში არსებულ მიღწევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.„ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.ამდენად, თქვენს შრომასა და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველანი ერთად ვისწრაფვით.ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას -2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები.წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9698 მლნ.კვტ.სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის, 14911 მლნ.კვტ სთ-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში.2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ.ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „10 სექტემბერს ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის აკადემიური წრის წარმომადგენლებს, მომავალ ენერგეტიკოსებს,ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს და ყველა იმ პირს, რომელიც ენერგეტიკის სექტორს გულშემატკივრობს, ენერგეტიკოსის დღეს ვულოცავ! საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისათვის. ენერგეტიკოსების დაუღალავი შრომის შედეგია არაერთი მიღწევა და წარმატება, რომლებმაც სექტორს მისცა განვითარების შესაძლებლობა.  მარეგულირებელ კომისიას, სემეკს, ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, გამორჩეულად მინდა მივულოცო ენერგეტიკოსის დღე სემეკის თანამშრომლებს. თავდაუზოგავი შრომისათვის თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი და წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ“, - აცხადებს დავით ნარმანია.  

„აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას“ - სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

სემეკმა დაიწყო ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირებას და კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი შესრულების ტექნიკური ანალიზი, რაც გულისხმობს გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას. სემეკის სპეციალური ჯგუფი, რეგიონებში ადგილზე ამოწმებს ქსელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას უწესებს გამოსასწორებელ ვადებს, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა.დავით ნარმანიას განმარტებით, სემეკის მხრიდან მონიტორინგის გამკაცრება გახშირებულ მომართვიანობასაც უკავშირდება.„ადრე არსებული მითოლოგიის და წესების მიხედვით, ჩვენ საინვესტიციო პროექტების დამტკიცების დროს ვავალებდით გამანაწილებელ კომპანიებს „ენერგო პროს“ რეგიონებში, „თელასს“ თბილისში, რომ წარმოედგინათ ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტებზე საექსპერტო დასკვნები, რაც გულისხმობდა ტექნიკურ და შესაბამისობის შემოწმებას და დამოუკიდებელი, აკრედიტებული პირი დებდა დასკვნას. მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ შერჩევით პროექტებზე, ყველა პროექტებზე არ ვრცელდებოდა. თუმცა გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც აკრედიტებულმა პირმა არასწორი დასკვნა გასცა. სინამდვილეში მდგომარეობა არ იყო გამოსწორებული, მოწესრიგებული. აღნიშნული საკითხი ჩვენ კომისიის სხდომაზე განვიხილეთ და გავუგზავნეთ აკრედიტაციის ბიუროს და ამ პირს, რომელმაც არასწორი დასკვნა დადო ტექნიკური კუთხით, ჩამოერთვა აკრედიტაცია. აქედან გამომდინარე ეს ერთის მხრივ პრევენციული ღონისძიების მატარებელი იქნება, მეორეს მხრივ სიმკაცრე ნიშნავს იმას, რომ უფრო ხარისხიანად და კვალიფიკაციურად გაკეთდება პროექტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.რატომ გადაწყდა ტექნიკური აუდიტის დაწყება?სემეკი მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაბამისობას მოქმედ სტანდარტებთან. სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური აუდიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. კომისია შესრულებული სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს გამანაწილებელი საწარმოების მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხის ნორმებთან შესაბამისობის შესახებ. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო საფრთხე ადამიანის სიცოცხლისთვის. აღნიშნული კომპანიის შესახებ სემეკმა მიმართა აკრედიტაციის ცენტრს. ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულ ინსპექტირების კომპანიას აკრედიტაცია მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან შეუჩერდა.„სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური აუდიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას“, - აცხადებს ნარმანია.ინფორმაციისთვის, სემეკს მიღებული აქვს 50-მდე ნორმატიული აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული დირექტივების მოთხოვნებთან. მათ შორის, გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც გამოიყენება ახალი ინფრასტრუქტურის სტანდარტად. სემეკის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ აწესრიგებს ელექტროენერგიის სექტორში რეგულირებადი საწარმოების მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს. იმისათვის, რომ ინვესტიცია სემეკმა მიიჩნიოს გონივრულად, ის უნდა აკმაყოფილებდეს წესის მოთხოვნებსა და ამასთანავე, უნდა დაიგეგმოს დანახარჯების გონივრულობის პრინციპების საფუძველზე. ინვესტიციების შედეგად შექმნილი აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებს.

სხვა სიახლეები