ენერგოგიგანტმა Eni-იმ ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა

ენერგოგიგანტმა Eni-იმ ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა

იტალიურმა ენერგოგიგანტმა “ენიმ”, ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინა, რომელიც 1 450 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და მისი მარაგი დაახლოებით 849 მილიარდი კუბური მეტრით არის შეფასებული.

კომპანიის განცხადებით, ახალი საბადო ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვაში უმსხვილესია და ის ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგებშიც ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი იქნება.

კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული საბადოს აღმოჩენით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეგვიპტეში არსებული ბუნებრივი აირის მარაგების არსებობა.

“ამ საბადოს აღმოჩენით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეგვიპტეში ბუნებრივი აირის დიდი მარაგები არსებობს, ასევე, მნიშვნელოვანია ამ რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ახლის შექმნა, რაც არსებული მარაგებიდან მიღებული ბუნებრივი აირის სრულად ათვისების საშუალებას მოგვცემს” ნათქვამია კომპანია Eni-ის განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title