ბილ გეითსი მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემას ასახელებს

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი კაცობრიობის წინაშე არსებულ ყველაზე დიდ პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, ეს კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის ზეგავლენის შემცირება და ნულამდე დაყვანაა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

გეითსის აზრით, 2050 წლამდე კაცობრიობამ „კლიმატურ ნეიტრალობას“ უნდა მიაღწიოს. ანუ ისე მოაწყოს სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობა, როდესაც ბუნებაზე მავნე ზეგავლენა ნულის ტოლია.

„ეს ყველაზე რთული პრობლემაა, რასაც კაცობრიობა შეხვედრია. ისეთ დარგებს, როგორებიცაა ცემენტის, ფოლადის წარმოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა – ყველა ამ სექტორს ცვლილება მოუწევთ“ – განაცხადა მილიარდერმა.

გეითსის თქმით, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსის პანდემია. მისი შეფასებით, 2040 წლისთვის ტემპერატურის მატებით გამოწვეული სიკვდილიანობა კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დონეს დაეწევა. ბილ გეითსმა ასევე განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პოზიცია