TANAP ის პროექტი დაიწყო

მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების კომპანიები, რომლებიც TANAP-ს აკონტროლებენ

რამოდენიმე მსხვილი კომპანია, რომლებიც დომინირებენ ნავთობისა და გაზის გლობალურ ბაზარზე, მილსადენებზე გაჟონვების აღმოსაფხვრელად საჭირო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით, აკონტროლებენ უსაფრთხოებას TANAP-ის გაზსადენზე, აღნიშნულია Transparency Market Research (TMR)-ის ანგარიშში.

ესენია – Honeywell International Inc., Schneider Electric SE და Siemens AG. აღნიშნულ კომპანიებს მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 35% უკავიათ.

”ხსენებული კომპანიები ბაზრის საუკეთესო მოთამაშეებად ითვლებიან,” – აღნიშნავს TMR–ის წამყვანი ანალიტიკოსი.

TMR-ს ცნობით, ნავთობისა და გაზის სადენებზე გაჟონვის საწინააღმდეგო მოწყობილობების გლობალური ბაზარი 2024 წლისთვის 3,65 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იქნება. გამოთვლების თანახმად, აღნიშნული ზრდა 2016–დან 2024 წლამდე 6,8%-ს შეადგენს.

ამჟამად, ნავთობისა და გაზის სადენებზე გაჟონვების ყველაზე მეტი ფაქტი ჩრდილოეთ ამერიკაში ფიქსირდება. შესაბამისად, მსგავსი კომპანიებისთვის ის ყველაზე მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენს, თუმცა, უახლოეს მომავალში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაშიც ვარაუდობენ უსაფრთხოების კომპანიების მოსახურებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას.

მილსადენებზე გაჟონვასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედება არის მთავარი ფაქტორი, რომელიც აყალიბებს ნავთობისა და გაზის სადენებზე გაჟონვის საწინააღმდეგო მოწყობილობების გლობალურ ბაზარს. როგორც ცნობილია, მილსადენებზე გაჟონვის წარსული ინციდენტები იმდენად საზიანო აღმოჩნდა, რომ შემთხვევის ადგილას სრულად განადგურდა ფლორა და ფაუნა. მილსადენების ოპერატორების გაჟონვასთან დაკავშირებული ვალდებულებები ხსენებული ბაზრის ფორმირების კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორია. მსგავსი სადენების ოპერატორები აღნიშნულ სიტუაციებში განიცდიან მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს, რადგან, გარდა უშუალოდ ბიზნეს პროცესის შეფერხებისა, ისინი ასევე ვალდებულები არიან გადაიხადონ უზარმაზარი კომპენსაციები და ჯარიმები.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply