ნულის ტოლია იმის შანსი, რომ კაშხალმა სტიქიურ დარტყმებს ვერ გაუძლოს

ENKA RENEWABLES კიდევ ერთხელ აცხადებს თუ რამდენად დაცული იქნება ნამახვანის პროექტის ფარგლებში ჰესის კაშხალი სტიქიური კატაკლიზმებისგან.

პროექტის ქართველ დირექტორს არგუმენტად ის კვლევები მოჰყავს, რომელიც ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა.

„იმ ტიპის კაშხალი, როგორიც შენდება ნამახვან ჰესის პროექტის მიხედვით, 1963 წლიდან არ ჩამოქცეულა. პრაქტიკულად ნულის ტოლია იმის შანსი, რომ კაშხალმა ვერ გაუძლოს სტიქიურ დარტყმებს. სწორედ ამიტომ გვყავს ჩართული ამ პროცესში არაერთი უცხოელი ექსპერტი, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. თანაც გაცილებით სეისმურად არამდგრად ქვეყნებში, ვიდრე საქართველოა. იქნება ეს იაპონია, აზიისა თუ ევროპის ქვეყნები. სწორედ ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ გვაქვს კარგად შესწავლილი პროექტი, რომლის მიხედვითაც ვახორციელებთ სამუშაოებს. წარმოდგენილი კვლევები გვარწმუნებს, რომ ეს კაშხალი იქნება მდგრადი და გაუძლებს კატაკლიზმებს“,- განაცხადა პროექტის ქართველმა მენეჯერმა მერაბ ლომინაძემ.

Leave a Reply

Menu Title