ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს იმერეთის გუბერნატორი შეხვდა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში იმერეთის გუბერნატორი შეხვდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ნამოხვანში პროტესტის გადასატანად სახელმწიფომ 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

მისივე განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი გუშინ ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე. ე.წ. რიონის ხეობის მცველები ხვალ ადგილების ნახვას გეგმავენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას – შეთავაზებულ რომელიმე ლოკაციაზე დათანხმდებიან თუ არა კარვების გაშლას. მანამდე კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

ისინი პროტესტის თავდაპირველ კერაზე დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა გუბერნატორის განმარტებით, ეს მიწა კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს.

მანამდე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

Leave a Reply