Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

“ოპეკი +” ნავთობის მოპოვების გაზრდას არ გეგმავს

“OPEC +” შეთანხმების თანახმად სავარაუდოდ წელს არ გაზრდის ნავთობის მოპოვებას, ირანული ნავთობის ბაზარზე პოტენციური დაბრუნების გამო. განაცხადა Argus-ის მთავარი ეკონომისტის დევიდ ფაიფის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” .

”ჩემი აზრით, წელს ბაზარს არ შეექმენა პრობლემები იმით,  რომ მოახდინოს ნავთობის დამატებითი მოცულობის შეთვისება. არა მგონია, რომ “OPEC +” იმოქმედებს პრიმიტიულად და გამოიტანოს ახალი ბარელები წლის მეორე ნახევარში,ვინაიდან ჩემი აზრით, მათ კარგად იციან, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას 2022 წლის პირველ კვარტალში “, – განაცხადა მან.

ფაიფმა აღნიშნა, რომ ბაზარზე მოთხოვნილება კარგად იზრდება იმისათვის, რომ მოახდინოს ადრე დაგროვილი მარაგების გამოყენება. ”ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პერსპექტივას, რომ მთელი მესამე კვარტლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, მეოთხე კვარტალში, ნავთობის ფასი დარჩება 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე”, განაცხადა ფაიფმა.

მისი თქმით, “OPEC +”-ის ალიანსი სავარაუდოდ კმაყოფილი იქნება ფასების ამ დონით. ამასთან ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასის ცვალებადობა შეიძლება კვლავ გამოჩნდეს 2022 წლის დასაწყისში, რადგან არსებობს ოპეკში არშემავალ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების ზრდისა  და ირანული ნავთობის ბაზარზე პოტენციური გამოსვლის ერთდროული ალბათობა.

Leave a Reply

Menu Title