სოკარი თანამშრომლების ევაკუაციას ახორციელებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Azneft-ის წარმოების ასოციაციამ (SOCAR) ამინდის გაუარესების გამო გააძლიერა უსაფრთხოების ზომები საზღვაო და ხმელეთზე წარმოების ობიექტებზე.

„აზნეფტმა“ ამინდის პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, გააძლიერა უსაფრთხოების ზომები საზღვაო და სახმელეთო წარმოების ობიექტებზე, შეზღუდა სახიფათო სამუშაოების შესრულება და მიიღო შესაბამისი ზომები შრომის სტანდარტების ფარგლებში ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციის მიხედვით, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში ასევე განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. „გარდა ამისა, ყველა მიმართულებით იმართება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. არსებული მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა“.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title