გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფის, მეფე მირიანს, პეტრიწის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ასათიანის, კრწანისის, გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის და გულიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, იორის, ლადო მესხიშვილის, გონაშვილის, ფაღავას, ცისკრის, ალიხანიანის, ბოროდინის, გურჯაანის, მარტყოფის, მახათას, მთავარანგელოზის, ნასაკირალის, სევანის, კონსტანტინე ერისთავის, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სლავა მეტრეველის, იამანიძის, აკაკი ბელიაშვილის და იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, ენუქიძის, ქიზიყის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ვაშლოვანის, იაკობ ნიკოლაძის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას და მიმინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ლიბანის, ულიანოვის, ბარალეთის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთელის და ლიახვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply

Menu Title