დიმიტრი ქუმსიშვილი – ყაზახეთის მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მათთვის

ყაზახეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით ის თითქმის ყოველკვირეულად კოლეგას, ყაზახეთის ვიცე-პრემიერს ესაუბრება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქართულმა მხარემ სთხოვა ყაზახეთს, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ყაზახეთისთვის.

„ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით მე თითქმის ყოველკვირეულად ჩემს კოლეგას, ყაზახეთის ვიცე- პრემიერს ვესაუბრები. თუმცა ეს არის კომპანია, რომელსაც თავისი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. ჩვენ სავარაუდოდ, ივნისში ყაზახებთან ეკონომიკური კომისია გვექნება და ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს დიდი თხოვნა, რომ ყაზახეთის მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მათთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია ”ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. კომაპნია ”ყაზტრანსგაზი” აპროტესტებს 2009 წელს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალური მმართველის დანიშვნას და მიაჩნია, რომ ამით დაირღვა „ყაზტრანსგაზის“ როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია ”ყაზტრანსგაზ თბილისის” საქმიანობაში ყაზახური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Leave a Reply

Menu Title