Tag Archives: ელექტროენერგია

სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში მოლდოვეთის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „მოლდელექტრიკა“ მაღალი რანგის წარმომადგენლების და სსე-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე სსე-ის მენეჯმენტმა მოლდოველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ მათ კომპანიაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და განვითარების ათწლიან გეგმაზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე და გენერაციის ახალ წყაროებზე ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია განვითარების ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

როგორც რუსულ კომპანია „ჩერნომორენერგოში“ განაცხადეს, წყლის დონის მომატებამდე, ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების დაწესებული მარაოსებური შეზღუდვა 16 თებერვლიდან გაუქმდა. „ამან საშუალება მოგვცა, მარტის თვეში ელექტრომომარაგების სრული გათიშვა თავიდან ავიცილოთ და ასევე, სრული მოცულობით უზრუნველვყოთ აფხაზეთი ელექტროენერგიით“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული კოლაფსი ენგურჰესში წყლის კრიტიკულ დონემდე შემცირებამ გამოიწვია. ამის გამო, ოკუპირებულ ...

Read More »
"თელასმა" 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

“თელასმა” 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია “თელასმა” 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც “თელასში” აცხადებენ, 2015 წლის მონაცემებით, კომპანია “თელასმა” 2 მილიარდ 419 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,5%-ით (167 მლნ კვტ/სთ-ით) აღემატება 2014 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 252 მილიონი კვტ/სთ). “თელასის” ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. “2014 წელთან შედარებით 2015 წელს 7,5%-ით (158 მლნ კვტ/სთ-ით) ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება. 2016 წლის პირველი მარტიდან ელექტროენერგიის სუბსიდირება აღარ მოხდება. “2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექტროენერგიის საფასური შემცირდა. კახეთის რეგიონის მოსახლეობის, დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პიორბებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა ...

Read More »
კახა კალაძე: შესაძლოა, 2 კვირის შემდეგ, აფხაზეთს ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ

კახა კალაძე: შესაძლოა, 2 კვირის შემდეგ, აფხაზეთს ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ

არის საშიშროება, იმისა, რომ აფხაზეთს, ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ, – ამის შესახებ, ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ბიოგრაფიული ენციკლოპედიის “საქართველოს ენერგეტიკოსები” მეორე გამოცემის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ენგურჰესზე წყლის ნაკლებობა იყო და არ იყო წყლის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში. “ელექტროენერგიის დაახლოებით ორკვირიანი მარაგია და არის საშიშროება, იმისა, რომ აფხაზეთს ელეტქროენერგია ვერ მივაწოდოთ. ამის შესახებ ინფორმირებული ...

Read More »
"გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება"

“გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება”

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც უცხოელი ინვესტორის შემოსვლას უარყოფითად ხვდებიან. ეს მაშინ, როცა უცხოური ინვესტიცია ქვეყნის განვითარების უპირველესი ნიშანია საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგში – ენერგეტიკაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე “ბიზნესპრესნიუსი” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს ესაუბრა. – საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო, მაგრამ ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენთან ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. ეს ზრდა ბოლო ათი წლის განმავლობაში შეინიშნება და ძალიან კარგია, ...

Read More »
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობა 25 იანვრიდან სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს. ადგილობრივი კომპანიის, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადებით, „ენგურჰესში“ წყლის დონე შემცირებულია და გრაფიკის გარეშე წელს მარტიდან აფხაზეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ასლან ბასარიას განმარტებით, „ენგურჰესი“ ელექტროენერგიის ძირითად მოცულობას გამოიმუშავებს ზაფხულში, რომელიც შარშან გვალვიანი იყო და დასავლეთ საქართველოში მდებარე ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 17 მეტრით შეამცირა. „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის, ...

Read More »
რუსეთ – თურქეთის კონფლიქტის გავლენა ქართულ ენერგოსექტორზე

რუსეთ – თურქეთის კონფლიქტის გავლენა ქართულ ენერგოსექტორზე

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა, თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის გამო, ჩიხშია შესული. აქა-იქ ყარსის 1921 წლის ოქტომბრის ხელშეკრულების გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის ოჯახს სირიელი და ერაყელი მეამბოხეებისგან კონტრაბანდული ნავთობის მიღებაში ადანაშაულებს… ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე აისახება. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი აირის ...

Read More »
ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება მას მერე, რაც ვადა გაუვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონტრაქტს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ნახევარკუნძულისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფდა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 1 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დიდი ალბათობით აღარ განაახლებს კონტრაქტს, ვინაიდან უკრაინა კვლავაც მოითხოვს, რომ მასში ყირიმი მოხსენიებული იყოს, როგორც უკრაინის ნაწილი. წყარო: რადიო ...

Read More »
საქართველოში დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება

კახა კალაძე: საქართველოში დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული დაჯგუფებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ზამთარში საქართველოში ელექტროენერგია არ იქნება და მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. კითხვაზე, შეგიძლიათ დარწმუნებით გვითხრათ, რომ ზამთარში გრაფიკი არ გვექნება, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ...

Read More »
Menu Title