Tag Archives: #ელექტრომობილები

2030 წლისთვის Mercedes-ი მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

2030 წლისთვის Mercedes-ი შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს აღარ გამოუშვებს და ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. ამის შესახებ ბრენდის საკუთრებაში არსებული კომპანია Daimler-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია. Mercedes-ის ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვვე 2025 წლიდან იმუშავებს, თუმცა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძველი მოდელების გამოშვება გაგრძელდება. გარდა ამისა, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამისთვის Mercedes-ი 40 მილიარდ ევროს დახარჯავს.

Read More »
ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

რუსეთი ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს

ძალიან მალე რუსეთი გამოუშვებს საკუთარი წარმოების ელექტრომობილებს, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული განვითარების და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე. “ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, მინდა გამოვყო ელექტრონული მანქანების საკუთარი ხაზის შექმნის პროექტი, მათ შორის წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილების” – განაცხადა მან. როდის განხორციელდება ხსენებული პროექტი, ვინ ჩაერთვება ელექტრომობილების განვითარებასა და წარმოებაში და რამდენი მოდელის გამოშვება იგეგმება, რუსეთის პრემიერ მინისტრს ...

Read More »
Volkswagen-ი ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენის“ გაყიდვების 50%-ს ელექტრონული მანქანები შეადგენს

გერმანული საავტომობილო ბრენდ „ფოლკსვაგენის“ გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გაყიდვების 50%-ს ელექტრონული ავტომობილები შეადგენს. ხოლო 2040 წლის ბოლომდე იგივე მაჩვენებელი 100%-ს მიუახლოვდება. ეს გეგმები „ფოლკსვაგენის“ მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის „კარბონნეიტრალურობის“ მიღწევის, ნაწილია. კომპანიამ 2021-2025 წლების განმავლობაში უახლესი ტექნოლოგიების განსავითარებლად 73 მილიარდი ევრო გამოყო, რაც კომპანიის მთლიანი ინვესტიციების 50%-ს შეადგენს. „ფოლკსვაგენის“ განცხადებით, შიდა წვის ძრავის ელექტრონული ბატარეით ჩასანაცვლებლად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები. 2030 ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-მ ჩინეთში Model Y-ის იაფი ვერსია წარადგინა

Tesla-მ ჩინეთში Model Y-ის სპორტული სატრანსპორტო საშუალების მნიშვნელოვნად იაფი ვერსია წარადგინა. კომპანიის მიწოდება ივნისისთვის შემცირდა, რადგან პრესის ნეგატიურმა გამოხმაურებამ, სავარაუდოდ, მომხმარებელთა განწყობა ელექტრომობილების პიონერის მიმართ გააფუჭა. ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის მონაცემებით, ჩინეთში წარმოებული Tesla-ს მოდელების საბითუმო გადაზიდვები გასულ თვეში 0,9%-ით შემცირდა, მაისის მაჩვენებელი კი აპრილიდან თითქმის 30%-ით იყო გაზრდილი. თუმცა, საბითუმო მოვაჭრეების მონაცემები შეიძლება სულაც არ ასახავდეს საცალო ვაჭრობის მოთხოვნის ...

Read More »

NISSAN-ი £1 მლრდ-ის ინვესტიციით ელექტრომობილების წარმოებას აფართოებს

Nissan-ი დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილების წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამასთან, Nissan-ის პარტნიორი, Envision AESC, ელექტრო ბატარიის საწარმოს ააშენებს. იაპონური ავტომწარმოებელი თავის ახალი თაობის, სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაში £1 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას. „იმედი გვაქვს, რომ ახალი ქარხანა 2024 წლისთვის ამოქმედდება,“ – ნათქვმია კომპანიის განცხადებაში. დიდი ბრტანეთის გარდა, წარმოების სხვა ადგილები ჯერ უცნობია. ინფორმაციისთვის, 2030 წლიდან დიდ ბრიტანეთში ...

Read More »

წყალბადის VS ელექტრო მანქანა

როგორ მუშაობს წყალბადის და ელექტრო მანქანა წყალბადზე მომუშავე მანქანას აქვს წყალბადის ავზი, საიდანაც წყალბადი მიეწოდება საწვავის უჯრედს მაღალი წნევით, იქ იგი შეერწყმება ჟანგბადს. ეს ნაზავი იწყებს ელექტროქიმიურ რეაქციას, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ელექტროძრავისთვის ეს ნიშნავს, რომ წყალბადის მანქანებს აქვთ როგორც ელექტროძრავის მახასიათებლები (ელექტრო ენერგიისა და ძრავის გამოყენების გამო), ისე ჩვეულებრივი ბენზინის მანქანის (ავზის გამო). საწვავის უჯრედები წყალბადით აღჭურვილი მანქანების ძირითადი კომპონენტია. ...

Read More »

ევროპაში ელექტრომანქანების გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა

გასულ წელს ევროპაში გაყიდული ყოველი 9 მანქანიდან 1 ელექტრო ან ჰიბრიდული ავტომობილი იყო. „იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ ზოგადად ავტომობილთა გაყიდვების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, ელექტროავტომობილების გაყიდვები მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – ნათქვამია ევროპის გარემოს სააგენტოს განცხადებაში. ელექტროავტომობილების გაყიდვების მზარდმა ტენდენციამ გასულ წელს ევროპაში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის საშუალოდ 12%-იანი შემცირება გამოიწვია 2019 წელთან შედარებით. მანამდე მიჯრით სამი წლის განმავლობაში ევროპის ტერიტორიაზე ამგვარი გამონაბოლქვის მატება ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ევროკავშირში შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილების რეკლამირება აიკრძალოს

ევროკომისიამ ევროპის სამოქალაქო ინიციატივის (ECI) წინადადება დაარეგისტრირა, რომელიც ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების რეკლამირებას კრძალავს. დოკუმენტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს კანონპროექტს, რომელიც საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებისთვის ყველა ტიპის რეკლამასა და სპონსორობას აკრძალავს. გამონაკლისი მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სერვისის მოდელებისთვის დაიშვება. აკრძალვა შესაძლოა, შეეხოს როგორც ოფლაინ და ონლაინ რეკლამას, ისე სპორტული აქტივობების, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების სპონსორობას. ამ ინიციატივის დარეგისტრირებით, ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციას მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობა აფერხებს

2020 წელს გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში კი ყოველი 196-ე. 2016-2020 წლებში საქართველოში ჯამში 2590 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. კომერსანტი დაინტერესდა მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოში რატომ არ იზრდება. მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი და დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა – ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რომლებიც, ავტო იმპორტიორების აზრით, ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას უშლის ხელს. „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორი ...

Read More »

ილონ მასკმა Tesla-ს ახალი ელექტრომობილი წარადგინა

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ახალი და ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი Model S Plaid-ი წარადგინა. კალიფორნიის ქალაქ ფრიმონტში გამართულ პრეზენტაციას კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი უძღვებოდა. Model S Plaid-ის მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ, 0-დან 100 კმ/საათამდე აჩქარებისთვის ელექტრომობილს დაახლოებით 2 წამი სჭირდება. ელექტრომობილის სიმძლავრეა 1020 ც.ძ., სრულად დატენილი ელემენტით კი ავტომობილი 640 კილომეტრს გადის. Model S Plaid-ის ფასი 129 900 დოლარი იქნება.

Read More »
Menu Title