2024 წლის მაისში ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 6.4%-ით, ჯამში 1411 გვტ.სთ-ით გაიზარდა. “თიბისი კაპიტალის” კვლევის თანახმად, კარგი ჰიდროლოგიის გამო, თბოსადგურების ამუშავება საჭირო არ გახდა და მათი მუშაობა მთლიანად შეჩერდა.

ჰიდროგამომუშავება 6.6%-ით გაიზარდა, ხოლო ქარის გამომუშავება 14.1%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში 1,9%-ით გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც და ჯამში 1050 გვტ.სთ შეადგინა. საცალო სეგმენტის მოხმარებაში ყოველწლიურად 16%-იანი მატებაა, ხოლო პირდაპირმა მომხმარებლებმა 13,9%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს. აფხაზეთის ა/რ შემთხვევაში ელექტროენერგიის მოხმარება 11,1%-ით შემცირდა.

2024 წლის მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა წლიური 35%-იანი ზრდა განიცადა და კვტ/სთ-ზე 4,44 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, 2024 წლის აპრილთან შედარებით ფასი 22%-ით შემცირდა, ბაზარზე ძვირად ღირებული თბოწარმოების შეჩერების გამო.

2024 წლის მაისში საქართველომ თურქეთში 319 გიგავატ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. “თიბისი კაპიტალის” ცნობით, მიუხედავად ექსპორტირებული ელექტროენერგიის მაღალი მოცულობისა, საექსპორტო შემოსავლები არ არის ისეთი მაღალი, როგორც წინა წელს, რადგან თურქეთის ბაზარზე ფასები დასტაბილურდა. მთავარი საექსპორტო მიმართულება სწორედ თურქეთია.