მთავრობის სხდომაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განიხილეს.

აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯამურად, ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.