საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის - 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

კერძოდ, სსთელასმამომართა სემეკს დამოითხოვა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახედვა. კომპანიის მიერ მიერთებისთვის გასაწევი ხარჯებისადეკვატურობის შეფასების მიზნით, სემეკმა დაიწყო სს„თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების და უკვე მიერთებულიმომხმარებლების სიმძლავრის გაზრდის პროექტებისშესწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრისელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აღემატებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედა ზღვარს - 500 კილოვატს, ასევე დარღვეული იყო ქსელზე მიერთების პროცედურები. აღნიშნულ დარღვევის გამოსწორების მიზნით კომპანიას მიეცა მითითება, თუმცა განმეორებითი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ დარღვევა არ იყო გამოსწორებული, ამასთანავე სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები დარღვეული იყო სხვა მიერთების შემთხვევაშიც.

განახლებადი ენერგიების განვითარებისხელშეწყობის მიზნით სემეკის მიერ დანერგილი  რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ფლობდეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს და მისი საშუალებით ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელს.

კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს. ელექტროსადგურის მფლობელი/ საბოლოომომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფიუფლებამოსილია მიკროსიმძლავრისელექტროსადგური მიაერთოს  გამანაწილებელქსელთან და წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიამოიხმაროს ან მიაწოდოს იმავე გამანაწილებელქსელში ჩართულ ობიექტს. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება სემეკისმოთხოვნების დარღვევით.

სემეკი მოუწოდებს გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს/მომხმარებლებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები