„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სემეკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების კანონმდებლობით დადგენილი ვადების გაზრდის თაობაზე საწარმოების მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტა. სადავო საკითხების გადაწყვეტისას კომისია დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის უმნიშვნელოვანეს ფუნქციად რჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით 2023 წელს სემეკში ჯამში 6000-ზე მეტი განცხადება შემოვიდა. რაც შეეხება განცხადებებს სექტორების მიხედვით. კომისიის ინფორმაციით, გასულ წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 1001 განცხადება/საჩივარი. 674 განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა წერილობით. სრულად დაკმაყოფილდა 272 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 36, ხოლო არ დაკმაყოფილდა 366 განცხადება/საჩივარი,

ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით 2023 წელს ჯამში შემოვიდა 609 განცხადება/საჩივარი. 365 განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა წერილობით. სრულად დაკმაყოფილდა 93 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 27, ხოლო არ დაკმაყოფილდა 245.

რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს. საანგარიშო პერიოდში სასმელი წყლისა და წყალარინების სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 1333 განცხადება/საჩივარი. აქედან 38 განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა წერილობით. სრულად დაკმაყოფილდა 285 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 52, ხოლო არ დაკმაყოფილდა 401.

სემეკში ასევე აცხადებენ, რომ დავების განხილვის პრაქტიკა მუდმივად იხვეწება და ვითარდება, რაც საბოლოო ჯამში ეტაპობრივად პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობაზე, ისე მათ შინაარსზე.