საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის საჭირო მცირე წყალაღებისთვის. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მცირე წყალაღების საშუალებით საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარება დასაშვებია ნებისმიერ დროს (მორწყვის ნორმის ფარგლებში). ამასთან, წყლით სარგებლობის პირობები მორგებულია საყოფაცხოვრებო და საირიგაციო მოხმარებაზე.

მცირე წყალაღებისთვის, საჭიროა, ახალი მიწოდების წერტილის მოწყობა ან არსებულის აღიარება-რეგისტრაცია მელიორაციის კომპანიაში, ასევე მცირე წყალაღების საშუალებაზე მიწოდების წერტილის ნომერი უნდა იყოს განთავსებული.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მომსახურებაზე ვრცელდება წლიური მომსახურების საფასური, ხოლო მცირე წყალაღების საშუალების აღიარება-რეგისტრაციისას მიერთების საფასურის გადახდა არ ხდება.

აქვე შეგახსენებთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია, რომ წინასწარ იცოდეს მომხმარებელმა:

  • მცირე წყალაღებით სარგებლობა დასაშვებია დროის ნებისმიერ დროს (მორწყვის ნორმის ფარგლებში);
  • მცირე წყალაღებით სარგებლობისას მორწყვის ნორმა ითვლება თვის განმავლობაში მიღებული წყლის მოცულობიდან. სადაც, 1ჰა-ზე წყლის მისაღები მაქსიმალური მოცულობაა:
  • ერთწლოვანზე - 1411
  • მრავალწლოვანზე - 1235
  • მცირე წყალაღების მიწოდების წერტილის აღიარებისას საფასურის გადახდა არ ხდება, ხოლო ახალი მცირე წყალაღების მოწყობის ერთჯერადი საფასურია:
  • ბეტონის არხზე - 50 ლარი
  • მიწის არხზე - 70 ლარი
  • ან მელიორაციის გვერდზე გამოქვეყნებული სხვა სტანდარტული პირობით განსაზღვრული საფასური
  • წლიური მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება:
  • მხოლოდ საირიგაციო მიზნით წყლის მოხმარების შემთხვევაში
  • საირიგაციო და საყოფაცხოვრებო მიზნით წყლის მოხმარების შემთხვევაში
  • მცირე წყალაღების საშუალებით მომარაგების დაწყებისთვის გადასახდელი თანხაა:
  • არსებული წყალაღების აღირების შემთხვევაში მხოლოდ წლიური მომსახურების საფასური, რომელიც შემდეგნაირად გამოითვლება: მიწის ფართობისა და მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლი. მაგ: 0.3 ჰა * 75 ლ = 22.5 ლ
  • ახალი წყალაღების საშუალების მოწყობის შემთხვევაში კი წლიური მომსახურების საფასურისა და მიწოდების წერტილის მოწყობის ჯამი. მაგ: 50 ლ + 22.5 ლ = 72.4 ლ
  • შესაძლებელია გადასახდელი საფასურის 12 თვეზე გადანაწილება.