გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრშიმიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსსაჯარო ლექცია ჩაუტარდათ თემაზე “ქალის როლისგაძლიერება ენერგეტიკის სექტორში”.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა, სალომე ჯანელიძემ და ქეთევან ბერიკაშვილმაშეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკისსექტორის რეგულირების საკითხები, განვითარებისპერსპექტივები, სექტორში დასაქმებისშესაძლებლობები.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეპროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებსაქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებშიმოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასადა ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისადა ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაშიგანახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათიინფორმირება.
პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონებისმუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდემოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯაროლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.