სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლის 121 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეგიძლიათ მიიღოთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების შემდეგი მომსახურებები:
 
მომხმარებლად რეგისტრაცია;
 
ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება;
 
სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება;
 
დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღება;
 
დარიცხვის გადამოწმების მოთხოვნა;
 
პირადი ინფორმაციის გამოთხოვა ბრუნვის ისტორიიდან;
 
მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა;
 
მრიცხველის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა;
 
მომარაგების დროებითი გათიშვის/აღდგენის მოთხოვნა.
 
ამასთან. სემეკის განცხადებით, კომუნალური სერვისით სარგებლობა შესაძლებელია უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ან იჯარის უფლების რეგისტრაციისას.